logo
ENG



ბელარუსში Deutsche Welle-ს ჟურნალისტს პატიმრობა შეეფარდა, ის იზოლატორში წამებაზე საუბრობს

15 მაი 202122:00
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/15/qxyjl9gltzvwkf9.jpg

ბელარუსში, Deutsche Welle-ს ჟურნალისტ ალექსანდრ ბურაკოვს 20-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას უფლებადამცველი ტელეგრამის არხის Mayday ავრცელებს. 

მას "მასობრივი ღონისძიების ჩატარების წესის ხელმეორედ დარღვევას" ედავებიან. კერძოდ, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ჟურნალისტი მოგილიოვის სასამართლოს წინ მასობრივი ღონისძიების მონაწილე იყო. ბრალდების მხარემ მოწმის სახით პოლიციის თანამშრომელი გამოკითხა. 

ამასთან, დაცვის მხარის თქმით, სასამართლოს შენობასთან ან მის მახლობლად არასანქცირებულ ღონისძიებას ადგილი არ ჰქონია.

თავად ჟურნალისტმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში მას აწამებდნენ და არაადამიანურად ექცეოდნენ. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. 

ბურაკოვი 12 მაისს დააკავეს, როდესაც ის სასამართლოში ერთ-ერთი აქტივისტის პროცესზე დასწრებას და რეპორტაჟის მომზადებას აპირებდა. 


close დახურვა